Accessibility links

logo-print

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლის შედეგად ოპოზიციამ გაიმარჯვა


პოლონეთის ოპოზიციურმა პარტიამ „სამართალი და სამართლიანობამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც პოლონეთში კვირას გაიმართა. ეგზიტპოლის თანახმად, ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას ამომრჩეველთა 39%-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველმა „სამოქალაქო პლატფორმამ“ - ხმათა დაახლოებით 16%-ი მიიღო. „სამართალი და სამართლიანობა“ ქვეყნის შიგნით სოციალური პროგრამების გაზრდას, საერთაშორისო ურთიერთობებში კი ნატოსადმი მტკიცე მხარდაჭერასა და რუსეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას ემხრობა.

XS
SM
MD
LG