Accessibility links

ორი თურქი პოლიციელი დაიღუპა სავარაუდო ექსტრემისტებთან შეტაკებაში


პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა თურქეთში ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო ჯგუფთან მომხდარ შეტაკებაში. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დიარბაქირში 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 5 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მოკლულები ეჭვმიტანილი არიან 10 ოქტომბერს ანკარაში, ქურთების მხარდამჭერი დემონსტრაციის დროს მომხდარი ორი აფეთქების მოწყობაში, რასაც 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავდასხმაში „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა, სირიის დაზვერვა და ქურთი ექსტრემისტები დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG