Accessibility links

logo-print

ადგილობრივ არჩევნებზე უკრაინაში ამომრჩეველთა დიდი აქტიურობა დაფიქსირდა


უკრაინაში კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობამ დაახლოებით 47 %-ი შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ამომრჩეველი, 56 %-ი - ტერნოპოლის ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი 32 % - დონეცკში. ადგილობრივი არჩევნები უკრაინის ყველა რეგიონში ჩატარდა, ანექსირებული ყირიმის და ასევე დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გამოკლებით. მარიუპოლსა და კრასნოარმეისკში არჩევნები ჩაიშალა არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამო.

XS
SM
MD
LG