Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: პოლიტიკოსებმა ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო თანხმობას


"პოლიტიკოსებმა ცალსახად და უპირობოდ უნდა დაგმონ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება და ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო თანხმობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ისე მომავალი საპარლამენტო არჩევნების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. მათივე განმარტებით, გამოითქვა საერთო მიდგომები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პროცესები უნდა წარიმართოს, ერთი მხრივ, კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებში და, მეორე მხრივ, სიტყვის და სხვა პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის პირობებში. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრების რეგულარულად გამართვის თაობაზე.

XS
SM
MD
LG