Accessibility links

logo-print

ავღანეთში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა


ათობით ადამიანი დაზარალდა სამხრეთ აზიაში მომხდარი 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. 26 ოქტომბრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დედაქალაქ ქაბულიდან 250 კილომეტრით დაშორებული ქალაქი ჯურმი. ბიძგები შეიმჩნეოდა ინდოეთისა და პაკისტანის დედაქალაქებში. პაკისტანის ტელევიზიის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად სვატის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში.

XS
SM
MD
LG