Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი „შეგნებულ ტყუილს“ უწოდებს მსხვერპლს სირიის მშვიდობიან მოსახლეობაში


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „საინფორმაციო ტყუილი და მონაცემების შეგნებული გაყალბება“ უწოდა, რუსეთის ავიაციის იერიშების შედეგად სირიის მშვიდობიან მოსახლეობის დახოცვის შესახებ დასავლეთის მედიაში გავრცელებულ ცნობებს. ასე გამოეხმაურა კრემლი ნიუ-იორკში მდებარე „ჰიუმან რაიტს უოჩის“ 25 ოქტომბრის ანგარიშს, რომლის თანახმად სირიის ქალაქ ჰომსში მდებარე ერთ-ერთი სახლის დაბომბვას მრავალსულიანი ოჯახის 46 წევრი, მათ შორის 32 ბავშვი ემსხვერპლა. კიდევ 13 სამოქალაქო პირი დაიღუპა საცხობის დაბომბვის შედეგად. ანგარიშის თანახმად ორივე ინცინდენტი 15 ოქტომბერს მოხდა. დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედრო მფრინავები ძალიან ფრთხილად მოქმედებენ და არ ავიწყდებათ „სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება.“

XS
SM
MD
LG