Accessibility links

პოროშენკო: ჩაიფუშა არადემოკრატიული ძალების რევანშის მცდელობა


„ჩაიფუშა არადემოკრატიული ძალების რევანში, რომლითაც ჩვენ ასე გვაშინებდნენ. მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო პასუხისმგებლიანი არჩევნებისათვის უკრაინელ ხალხს, რომელმაც ახლა დემოკრატიულ ძალებსა და რეფორმებს დაუჭრა მხარი. არ მოხდა უკრაინის გაყოფა, ჩაიფუშა რუსეთის მცდელობა შეექმნა ჩვენს შიგნით მეხუთე პრორუსული კოლონა,“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ პენი პიცკერთან შეხვედრის დროს ადგილობრივი არჩევნების შეფასებისას განაცხადა. უკრაინაში კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობამ დაახლოებით 47 %-ი შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ამომრჩეველი, 56 %-ი - ტერნოპოლის ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი 32 % - დონეცკში. ადგილობრივი არჩევნები უკრაინის ყველა რეგიონში ჩატარდა, ანექსირებული ყირიმის და ასევე დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გამოკლებით. მარიუპოლსა და კრასნოარმეისკში არჩევნები ჩაიშალა არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამო.

XS
SM
MD
LG