Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელმა მეთვალყურეებმა შეაქეს უკრაინის არჩევნები


ევროპის სამეთვალყურეო მისიამ, რომელიც უკრაინაში 25 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს უწევდა მეთვალყურეობას, განაცხადა, რომ კენჭისყრა კონკურენციის პირობებში გაიმართა და მთლიანობაში კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ, მისია დასძენს, რომ კვლავ საჭიროა რეფორმირება. ეუთოს მისიის მეთვალყურეებმა განაცხადეს, რომ კიევსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა ხუთ მილიონ მოქალაქებს წაართვა საშუალება, კენჭისყრაში მიეღოთ მონაწილეობა. ევროპის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი პიანკოვიჩმა განაცხადა, რომ არჩევნები უმეტესწილად ჩატარდა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. უკრაინის ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგებს მოელიან 28 ოქტომბრისთვის.

XS
SM
MD
LG