Accessibility links

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების შედეგად მთავრობა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს პოზიციებს ზოგ რეგიონში


უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების ოთხი ეგზიტპოლის შედეგებით, რომლებიც 26 ოქტომბერს გავრცელდა, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მთავრობა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს დომინანტურ პოზიციას დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში მაშინ, როცა სამხრეთში და აღმოსავლეთში ამომრჩევლებმა უპირატესობა მიანიჭეს ოპოზიციურ ბლოკს. ის შექმნილია ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის წევრებისა და მათი მოკავშირეების მიერ. პეტრო პოროშენკომ დადებითად შეაფასა ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმადაც, ცალკე აღებულმა ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო მისი მთავრობის დამარცხება. პოროშენკოს აზრით, ეს არის გამარჯვება რუსეთის მცდელობაზე, გააკონტროლოს უკრაინა. ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები 4 ნოემბერს არის მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG