Accessibility links

logo-print

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი


გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ის შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ქრისტოფ ჰოისგენს და გერმანიის პარლამენტის წევრებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში სამუშაო ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება კონრად ადენაუერის ფონდის და მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის ხელმძღვანელებსაც, გერმანელ ექსპერტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG