Accessibility links

პაკისტანსა და ავღანეთში მაშველები განაგრძობენ მუშაობას ძლიერი მიწისძვრის შემდეგ


პაკისტანსა და ავღანეთში გრძელდება სამაშველო სამუშაოები 26 ოქტომბრის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ. ოფიციალურმა პირებმა 27 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაღუპულების რიცხვი 300-ს გასცდა და კიდევ უფრო იზრდება. პაკისტანში დაიღუპა სულ ცოტა 237 და დაშავდა 1500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ავღანეთში დაღუპულია სულ ცოტა 76 ადამიანი, დაშავდა 230-ზე მეტი. პაკისტანში სამხედრო და სამოქალაქო სამაშველო ჯგუფები ცდილობენ ჩასვლას ძნელად მისადგომ ღარიბ რეგიონებში, რომლებიც ყველაზე მძიმედ დაზარალდა. ხოლო ავღანეთში თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომ მის მებრძოლებს დაევალათ მიწისძვრის მსხვერლისთვის „სრული დახმარების“ აღმოჩენა და გზის გაკვალვა მაშველებისთვის და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის. მიწისძვრის სიმძლავრე 7,5-ს აღწევდა, მის ეპიცენტრად სახელდება ქაბულიდან 250-მდე კილომეტრში მდებარე ადგილი ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში.

XS
SM
MD
LG