Accessibility links

პაკისტანსა და ავღანეთში გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი


სამხრეთ აზიაში, ოფიციალური მონაცემებით, 300-ს გადააჭარბა 26 ოქტომბრის ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. მიწისძვრის სიმძლავრე 7,5-ს აღწევდა. ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ მაშველებმა ჩააღწიეს ძნელად მისადგომ რეგიონებშიც. პაკისტანში დაღუპულია, სულ ცოტა, 241 და დაშავებულია 1600-ზე მეტი ადამიანი. ავღანეთში კი სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა, სულ ცოტა, 115 ადამიანი, დაშავდა ასობით კაცია. მართალია, მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთში, ბადახშანის პროვინციაში იყო, მაგრამ ეს რეგიონი არ არის მჭიდროდ დასახლებული, რის გამოც მსხვერპლი შედარებით ნაკლებია ავღანეთში. ამასთან, ავღანეთისა და პაკისტანის მრავალი რეგიონი უკვე დაზარალებული იყო ორდღიანი ძლიერი ნალექით და მეწყრებით, სანამ მიწისძვრა მოხდებოდა. მთიან რეგიონებში გზები და ხიდები დაზიანებულია, რაც აძნელებს სამძებრო და სამაშველო ოპერაციებს.

XS
SM
MD
LG