Accessibility links

logo-print

აშშ მომავალ კვირებში გააძლიერებს საჰაერო იერიშებს სირიაში


აშშ-ის თავდაცვის მინისტმა, ეშ კარტერმა განაცხადა, რომ აშშ თავის სამხედრო-საჰაერო კამპანიას სირიაში გააძლიერებს მომავალი კვირების განმავლობაში. ეს კარტერმა განაცხადა იმის ფონზე, რომ აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა ავიაციამ ოთხი დღის განმავლობაში არც ერთი თავდასხმა არ განახორციელა. კარტერის გამოსვლა სენატის კომიტეტში მოხდა რუსეთის ავიაციის აქტიურობის ფონზე, როცა კრემლის ავიაცია განაგრძობს საჰაერო იერიშებს სირიის არმიის და იქ მოქმედი ირანელი სამხედროების მხარდაჭერის მიზნით.

XS
SM
MD
LG