Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: სირიის შესახებ მოლაპარაკებაზე ირანის მიპატიჟებას მოელიან


აშშ-მა განაცხადა, რომ მოელიან, რომ 30 ოქტომბრისთვის დაგეგმილ მრავალმხრივ მოლაპარაკებაზე სირიის გარშემო, ირანი იქნება მიწვეული. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა 27 ოქტომბერს, რომ მან არ იცის, ვინ იწვევს ირანს, აშშ თუ რუსეთი და მიიღებს თუ არა ირანი მიწვევას. მისი თქმით, სახელმწტფო მდივანი, ჯონ კერი ჩავა ვენაში, სადაც ათეულობით მონაწილეს მოელიან. შეხვედრის მიზანია შეიქმნას მრავალმხრივი გეგმა იმისთვის, რომ სირიაში მოხდეს წარმატებული პოლიტიკური გადასვლა, რომელიც მიგვიყვანს ისეთ მთავრობამდე, რომლის მეთაუროი არ იქნება ჰბაშარ ალ-ასადი, დასძინა კირბიმ.

XS
SM
MD
LG