Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა მოუხსნეს აკრძალვა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოს


აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა მოუხსნეს აკრძალვა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოს, ამის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა უსაფრთხოებისა და ევროპასთან თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. “მე დღეს კმაყოფილებით შემიძლია განვაცხადო, რომ იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გაეროს სააგენტოები შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას ლუგანსკის რეგიონში“, - განაცხადა ორგანიზაციის მედიატორმა. ის ასევე იმედოვნებს, რომ მალე იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს დონეცკის რეგიონიც. გასულ თვეში სეპარატისტებმა მოსთხოვეს რეგიონის 25 სექტემბრამდე დატოვება გაეროს იმ სააგენტოებს, რომლებიც ახორციელებდნენ მსოფლიო კვების პროგრამას ლუგანსკის რეგიონში. ლუგანსკის აკრძალვების წინაპირობა იყო დონეცკში პრორუსული მეამბოხეების მიერ სააგენტოების მუშაობის შეზღუდვა. აკრძალვები შეეხო ისეთ კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც, როგორიცაა „ექიმები უსაზღვრებოდ“, რომელიც დონეცკში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო უნიკალურ პროგრამას ახორციელებდა. აკრძალვების შეამსუბუქეს მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკრიტიკა მკაცრი ზომები და დაიწყო ევროპის მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მინსკში 27 ოქტომბერს.

XS
SM
MD
LG