Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების სამსახური ხედავს მზარდ საფრთხეს დსთ-ს ქვეყნებში


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთმა სირიაში საჰაერო კამპანია წამოიწყო უწინარეს ყოვლისა იმ მიზნით, რომ არ დაუშვას ექტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი პირების დაბრუნება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბორტნიკოვმა აღნიშნა, რომ ამჟამად 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში სირიასა და ერაყში, მათ შორის რუსეთის, საქართველოს, უკრაინის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ასევე ბორტნიკოვის თქმით, ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესება ნიშნავს მზარდ საფრთხეს შუა აზიისათვის - „ისლამური სახელმწიფო“ და თალიბანი უერთდებიან ადგილობრივ „დანაშაულებრივ ბანდებს“ და შესაძლოა სცადონ ცენტრალურ აზიაში შეჭრა. რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებს მოუწოდა, გაააქტიურონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG