Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა დაიპყრო ტაჯიკეთის მოსაზღვრე რაიონი ავღანეთში


თალიბანმა დაიპყრო ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე დარყადის რაიონი,\ ავღანეთის ჯარებთან ინტენსიური შეტაკებების შემდეგ. თახარის პროვინციის წარმომადგენლის დღევანდელი განცხადებით, ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს დარყადზე - რაიონზე, რომელიც ტაჯიკეთს ესაზღვრება. ამავე წყაროს ცნობით, ბრძოლის დროს დაიღუპა ექვსი ავღანელი ჯარისკაცი. ხოლო თალიბანმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც დაიღუპა მისი ორი მებრძოლი და დაპყრობილია დარყადის გუბერნატორისა და პოლიციის შენობები. ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, თალიბანი დაკავშირებულია "უზბეკეთის ისლამური მოძრაობის" წევრ ექსტრემისტებთან და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან, შუა აზიის მიმართულებით წინსვლის მიზნით.

XS
SM
MD
LG