Accessibility links

logo-print

რუსეთი მოითხოვს სირიაში სამოქალაქო პირების დაღუპვაზე ცნობის დამტკიცებას


რუსეთი უცხოელი დიპლომატებისაგან მოითხოვს, დაამტკიცონ, მოსკოვის შეფასებით, „აღმაშფოთებელი“ ცნობები დასავლეთის მედიაში, რომ რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად სირიაში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი დაუკავშირდა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის და თურქეთის, საუდის არაბეთისა და ნატოს სამხედრო ატაშეებს უცხოურ მედიაში ავიაიერიშების თაობაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27 ოქტომბრის ცნობით, მას ადანაშაულებენ „არამარტო „ზომიერი“ ოპოზიციის, არამედ სამოქალაქო სამიზნეების, მათ შორის საავადმყოფოების, ისევე როგორც მეჩეთებისა და სკოლების დაბომბვაში“. შედეგად, დასავლეთის მედიის ინფორმაციით, მოკლულ იქნენ სამოქალაქო პირებიც, რასაც ანტონოვი "ანტირუსულ" კამპანიად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG