Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია გააგრძელებს რუსეთის მიმართ "მეგობრულ" კურსს


სერბიის პერმიერ-მინისტრი ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ დაამტკიცა „მეგობრული დამოკიდებულება“ რუსეთის მიმართ, როცა უარი თქვა მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და აპირებს, გააგრძელოს ეს კურსი. მოსკოვში 27 ოქტომბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ, ვუჩიჩმა თქვა, რომ სერბია დარჩება რუსეთის მეგობარი „რაციონალური მიზეზების“ გამო. მისი სიტყვებით, სერბია ახლოს არის კომპანია "გაზპრომთან" შეთანხმებასთან გაზსაცავის მილიარდ კუბურ მეტრამდე გასაფართოებლად. სერბიის პრემიერ-მინისტრმა მედვედევი მიიწვია ბელგრადში გაისად საპასუხო ვიზიტით ჩასასვლელად.

XS
SM
MD
LG