Accessibility links

logo-print

ირანი განიხილავს სირიის შესახებ მოლაპარაკებაში მონაწილეობის საკითხს


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს მომავალ კვირაში სირიის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებაში მონაწილეობის საკითხს. შეხვედრაზე, რომელიც ვენაში გაიმართება, 29 ოქტომბერს შეიკრიბებიან აშშ-ის, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლები. ფორმატი შესაძლოა, გაფართოვდეს მომდევნო დღეს შეხვედრაში ირანის ჩასართველად. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა 28 ოქტომბერს ტელეფონით ისაუბრეს სირიის კონფლიქტზე და მოახლოებული მოლაპარაკების გეგმაზე. აშშ-მა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ირანი უნდა მიიწვიონ ვენის მოლაპარაკებაზე და რომ მნიშვნელოვანია დისკუსიაში აშშ-ის „მთავარი პარტნიორების“ მონაწილეობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპატრამენტის პრესმდივნის, ჯონ კერბის სიტყვებით, ირანი ჯერ არ არის ასეთი პარტნიორი, მაგრამ შეუძლია გახდეს.

XS
SM
MD
LG