Accessibility links

logo-print

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე


თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეები საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიაში, მოლდავეთსა და უკრაინაში ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მსჯელობენ. კონფერენციაში 6-ვე ქვეყნის მთავრობის, კერძო სექტორის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან გაერო, მსოფლიო ბანკი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

XS
SM
MD
LG