Accessibility links

logo-print

ირანი ადასტურებს სირიის შესახებ ვენის მოლაპარაკებაში მონაწილეობის გეგმას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი მონაწილეობას მიიღებს სირიის შესახებ მოლაპარაკებაში, რომელიც მიმდინარე კვირაში ვენაში გაიმართება. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ისნამ“ გაავრცელა ცნობა შეხვედრაში ზარიფის მონაწილეობაზე. ვენაში მოლაპარაკებას 29 ოქტომბერს დაიწყებენ აშშ, რუსეთი, საუდის არაბეთი და თურქეთი, ხოლო მომდევნო დღეს მათ შეუერთდებიან ირანის, ეგვიპტის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმაც დაადასტურა, რომ დაესწრება შეხვედრას 29 ოქტომბერს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა 28 ოქტომბერს ტელეფონით ისაუბრეს სირიის კონფლიქტზე და მოახლოებული მოლაპარაკების გეგმაზე. წინა დღეს აშშ-მა განაცხადა, რომ ირანი უნდა მიიწვიონ ვენის მოლაპარაკებაზე და რომ მნიშვნელოვანია დისკუსიაში აშშ-ის „მთავარი პარტნიორების“ მონაწილეობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპატრამენტის პრესმდივნის, ჯონ კერბის სიტყვებით, ირანი ჯერ არ არის ასეთი პარტნიორი, მაგრამ შეუძლია გახდეს.

XS
SM
MD
LG