Accessibility links

logo-print

ტუბერკულოზი ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებებს გაუტოლდა


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ტუბერკულოზი გაუტოლდა ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებებს: მათ შორის, იმუნოდეფიციტურ ვირუსს. გაეროს ჯანმრთელობის დაცვის უწყების ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ტუბერკულოზმა მოკლა მილიონნახევარი ადამიანი მსოფლიოში, მიუხედავად ბოლო 25 წელიწადში მკურნალობასა და პრევენციაში წარმატებისა. ანგარიშის თანახმად, ჭლექით დახოცილთა რიცხვი მიუღებლად მაღალია, რადგან დროული დიაგნოზის და სწორი მკურნალობის შედეგად ტუბერკულოზით დაავადებული თითქმის ყველა ადამიანი რჩება. ყველაზე შემაშფოთებელია, ამ ცნობის თანახმად, ტუბურკულოზის იმ ფორმების გავრცელება, რომლებიც რეზისტენტული არიან წამლების მიმართ. შარშან, ანგარიშის თანახმად, ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი იყო 9,6 მილიონი ადამიანი. ჭლექით დახოცილთა რიცხვი განახევრდა 1990 წელთან შედარებით, რადგან შემცირდა დაავადებულთა რაოდენობაც.

XS
SM
MD
LG