Accessibility links

logo-print

მოსამართლემ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების მოთხოვნა სხდომის გადადების შესახებ


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და მისი მფლობელების, ძმები ყარამანიშვილების ადვოკატების შუამდგომლობა და სხდომა 30 ოქტომბრისთვის გადადო. მოპასუხე მხარემ სხდომის გადადება იმ მიზეზით ითხოვა, რომ ვერ მოასწრო 28 ოქტომბერს დაკითხული ექსპერტის შოთა ივანაშვილის ჩვენების გაანალიზება. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის და მისი მფლობელების ადვოკატთა კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს დაურთო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის გიორგი ჩადუნელის განცხადება იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე ესწრებოდა ამავე ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილის დაკითხვას. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნების შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ოქტომბერს, 11 საათზე განახლდება.

XS
SM
MD
LG