Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფსანჯანი: ირანი 1980-იან წლებიდან ფიქრობდა ბირთვული შეკავების პროგრამაზე


ბირთვული პროგრამით, რაზეც 1980-იანი წლების ირან-ერაყის ომის დაიწყო ფიქრი, ირანი ბირთვული შეკავების პოლიტიკის განხორციელებას ესწრაფოდა. ამის თაობაზე ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ ირანის ერთ-ერთ ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, რაფსანჯანი დაჟინებით იმეორებს, რომ ირანს ამ პროგრამის განხორციელება არასოდეს დაუწყია. „როდესაც ამაზე ფიქრი დავიწყეთ, ომში ვიყავით ჩაბმული და გვინდოდა გვქონოდა ასეთი შესაძლებლობა იმ დროისათვის, როდესაც მტერი გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს. მაგრამ ეს იყო მხოლოდ განზრახვა, რაც არასოდეს ქცეულა რეალობად“, - განაცხადა რაფსანჯანიმ, რომლის ინტერვიუდან ციტატას ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ირნა“ აქვეყნებს.

XS
SM
MD
LG