Accessibility links

logo-print

კერი: აუცილებელია ერთიანი და საერო სირიის შენარჩუნება


სირიის მოწესრიგების საკითხის მიმართ, რუსეთის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიდგომებში მრავალი თანხვედრა არსებობს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელმაც გაიმეორა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისათვის, საჭიროა სირიაში ომის დასრულება: „ჩვენ ვთანხმდებით, რომ უნდა მოიძებნოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა დავუშვათ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, ან ნებისმიერი სხვა ტერორისტული ჯგუფის გამარჯვება. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს აუცილებელია ერთიანი და საერო სირიისა და იმ ინსტიტუტების შესანარჩუნებლად, რომელსაც ქვეყანა ეფუძნება.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კარნეგის ცენტრში მოხსენებით გამოვიდა ვენაში გამგზავრების წინ, სადაც აშშ-ის, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მორიგი შეხვედრა იგეგმება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ამ შეხვედრაში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG