Accessibility links

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი არ აპირებს გადადგომას


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი ვალერიუ სტრელეტი აცხადებს, რომ არ აპირებს გადადგომას იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პარლამენტი 29 ოქტომბერს აპირებს კენჭისყრაზე გაიტანოს მთავრობის ნდობის საკითხი, საბანკო სექტორში მომხდარი მასობრივი მაქინაციების გამო. საპარლამენტო კოალიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარიან ლიპუმ, სტრელეტს გადადგომისაკენ მოუწოდა. პარლამენტის წინ შეკრებილია საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სკანდირებენ „ძირს ბანდიტები“, „ძირს ოლიგარქები“. 29 ოქტომბერს სტრელეტმა განაცხადა, რომ ამ ფონზე გადადგომა შესაძლოა აღქმულ იქნას მის მიერ კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობად, რაც ხელს შეუშლის ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს საერთაშირისო სავალუტო ფონდთან.

XS
SM
MD
LG