Accessibility links

არაბი ბლოგერი სახაროვის 2015 წლის პრემიის მფლობელი გახდა


პატიმრობაში მყოფი ცნობილი არაბი ბლოგერი ევროპარლამენტის მიერ აზრის თავისუფლებისათვის დაწესებული ანდრეი სახაროვის სახელობის, 2015 წლის პრემიის ლაურეატი გახდა. 31 წლის რაიფ ბადავი 2012 წელს დააპატიმრეს მის მიერ საუდის არაბეთის რელიგიურ საქმეთა პოლიციის წინააღმდეგ გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციების გამო. მას 10 წლით პატიმრობა და 1000 ჯერ გაროზგვა მიესაჯა. ბადავის პირველი საჯარო გაროზგვა მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. სახაროვის 2015 წლის პრემიის პრეტენდენტები იყვნენ თებერვალში მოკლული რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი და რუსეთის ციხეში მყოფი უკრაინელ მფრინავი ქალი, უკრაინის პარლამეტის წევრი ნადია სავჩენკო. 50 ათასი ევროს ფულადი ჯილდო, რომელიც ევროპის პარლამენტმა 1988 წელს დაარსა, ყოველწლიურად ენიჭებათ ცალკეულ პირებსა და ჯგუფებს, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის ბრძოლას უძღვნიან.

XS
SM
MD
LG