Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კომპარტიამ „ოჯახში ერთი ბავშვის“ პოლიტიკა გააუქმა


ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ გააუქმა მის მიერ დაკანონებული პოლიტიკა, რომელიც თითოეულ ოჯახს მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლის უფლებას აძლევდა. ამიერიდან ამ მკაცრი პოლიტიკის შერბილება თითოეულ ოჯახს უფლებას მისცემს იყოლიოს ორი შვილი. როგორც ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუა იუწყება, გადაწყვეტილება პეკინში გამართულ კომუნისტური პარტიის პლენუმზე გამოცხადდა. ოჯახის დაგეგმვის დრაკონული კანონის შერბილება 2013 წლის ბოლოს გამოცხადდა. პოლიტიკა „თითოეულ ოჯახში თითო ბავშვი“ ჩინეთში 1978 წელს ამოქმედდა, რათა შეეზღუდათ ქვეყნის მოსახლეობის სწრაფი ზრდა. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, სადაც მილიარდ 370 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ პოლიტიკას თან ახლდა იმ ქალების იძულებითი სტერილიზება, რომლებიც უგულებელყოფდნენ ოჯახში ერთი ბავშვი პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG