Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიან ლიპუ ძველი კოალიციის "გადატვირთვას" შეეცდება


მოლდავეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ვალერიუ სტრელეცის მთავრობის გადაყენებას, საბანკო სექტორში მომხდარი მასობრივი მაქინაციების გამო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. პროევროპული კოლაიციური მთავრობის გადაყენებას 101 ადგილიანი პარლამენტის 65 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პოლიტიკურმა კრიზისმა მოლდავეთში პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც პროკურატურამ 15 ოქტომბერს კორუფციის ბრალდებით დააკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, მმართველი პროევროპული კოალიციის ლიდერი. ვლად ფილატს მოლდავეთის სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, მის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების გამო, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური მონაწილეობდა საბანკო სისტემიდან დაახლოებით მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაქრობის საქმეში. მოლდავეთის პარლამენტში მყოფი ის 65 დეპუტატი, რომლებმაც ხმა მისცეს ვალერიუ სტრელეცის მთავრობის გადაყენებას, სავარაუდოდ, სულ მალე ახალ მმართველ კოალიციას ჩამოაყალიბებენ. თუმცა, მოსალოდნელია სხვა კონფიგურაციაც. მით უფრო, რომ მოლდავეთის პროევროპული დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარიან ლიპუმ უკვე განაცხადა, რომ მას არ სურს კოალიციის შექმნა კომუნისტებთან და სოციალისტებმა, არამედ შეეცდება „გადატვირთოს“ ძველი ალიანსი და შეინარჩუნოს ქვეყნის პროევროპული კურსი.

XS
SM
MD
LG