Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში ათი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან


სულ ცოტა, ათი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას ვენაში დაგეგმილ ორდღიან შეხვედრაში, რომელიც სირიის კონფლიქტს ეძღვნება. შეხვედრაში პირველად მიიღებს მონაწილეობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავარი რეგიონული მხარდამჭერი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, რომელიც 29 ოქტომბერს, ვენაშიშეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. იუწყებიან, რომ ირანელ კოლეგასთან შეხვედრას გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრო სერგეი ლავროვიც. დიპლომატები აცხადებენ, რომ ვენის შეხვედრის მსვლელობაში არავითარ გარღვევას არ ელიან. მოსკოვი და თეირანი მიიჩნევენ, რომ ბაშარ ალ ასადი უნდა იყოს ნებისმიერი გარდამავალი ხელისუფლების ნაწილი, ხოლო აშშ-ს, დასავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს სურთ, რომ სირიის ლიდერი ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

XS
SM
MD
LG