Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტში გავრცელდა სააკაშვილის გვარამიასთან და ბოკერიასთან საუბრის ჩანაწერები


უკრაინულმა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა, მისი ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან. აუდიომასალის მიხედვით, სააკაშვილი გვარამიას მოუწოდებს თანამშრომლების გამხნევებისაკენ, რის შემდეგაც საუბარი ეხება „რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესს და იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, თუ საქმე მიდგება „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამ წყაროს ცნობით, სააკაშვილი საჭიროდ მიჩნევს „რევოლუციურ სცენარს“ - ბარიკადების აღმართვას, ხალხის დაცვისაკენ მოწოდებას, 2000-მდე კაცის მობილიზებას, რომ დაცვა „გაამაგრონ“ და, ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი სავარაუდოდ სასამართლოს გადაწყვეტილების აღმსრულებლებზე ამბობს, რომ ერთი კვირის შემდეგ მათ უკვე ძალიან გაუჭირდებათ „რუსთავი 2"-ში შესვლა. ის გვარამიას ურჩევს ასევე, იშოვონ „ბოევიკები“, რომლებიც დაიცავენ ტელეკომპანიას. ამავე უკრაინულმა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა, მისი ცნობით, სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას საუბრის ჩანაწერიც. ისიც ეხება „რუსთავი 2"-ის დაცვისაკენ მოწოდებას, რომლითაც სააკაშვილი გამოდის.

XS
SM
MD
LG