Accessibility links

logo-print

პუტინი ქმნის „რუსეთის სკოლის მოსწავლეთა მოძრაობას“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქმნის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედ ორგანიზაციას სკოლის მოსწავლეებისათვის, რაც ბევრს მოაგონებს საბჭოთა ეპოქის პიონერულ მოძრაობას. პუტინმა 29 ოქტომბერს მოაწერა ხელი ბრძანებულებას „რუსეთის სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის“ შექმნის შესახებ. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე. ბრძანებულების თანახმად, საბავშვო-ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის მიზანია „მოზარდი თაობის აღზრდის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა“ და „პიროვნების ფორმირება რუსეთის საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ფასეულობათა სისტემის საფუძველზე“. საბჭოთა კავშირში პიონერული მოძრაობის ამოცანად სახელდებოდა მოსწავლეების აღზრდა კომუნისტური პარტიის ერთგულების სულისკვეთებით.

XS
SM
MD
LG