Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში იმართება მინისტრთა შეხვედრა სირიის კონფლიქტის განსახილველად


ვენაში იმართება სირიის კონფლიქტისადმი მიძღვნილი შეხვედრა 10-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირე რეგიონში, ირანი, პირველად მონაწილეობს ასეთ შეხვედრაში სირიაში ოთხნახევრი წლის წინ სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. 29 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ცალ-ცალკე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. დაგეგმილია ასევე ჯონ კერის შეხვედრები რუსეთის, თურქეთის და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. დიპლომატები აღნიშნავენ, რომ არ მოელიან რაიმე გარღვევას. მოსკოვი და თეირანი მოითხოვენ, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადიც მონაწილეობდეს სირიის გარდამავალი მთავრობის ფორმირებაში მაშინ, როცა აშშ და მისი დასავლელი, ისევე როგორ არაბი მოკავშირეები საჭიროდ მიიჩნევენ სირიის პრეზიდენტის გადადგომას.

XS
SM
MD
LG