Accessibility links

logo-print

გაერო თხოვნით მიმართავს რამდენიმე ქვეყანას, გამოიძიონ ჩრდილოეთ კორეიდან გაგზავნილი მუშების მდგომარეობა


გაერო თხოვნით მიმართავს რუსეთს, ჩინეთს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, რომ უფლება მისცენ გამოიძიონ ჩრდილოეთ კორეიდან ამ ქვეყნებში სამუშაოდ იძულებით გაგზავნილი ხალხის მდგომარეობა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. მარზუკი დარუსმანი, ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს ოფიციალური მომხსენებელი კორეაში, აცხადებს, რომ უამრავი ადამიანი გაიგზავნა რუსეთსა და ჩინეთში იძულებითი სამუშაოს შესასრულებლად, თუმცა მათი ნაწილი შეიძლება იმყოფებოდეს ალჟირში, კამბოჯაში, ეთიოპიაში, კუვეიტში, ლიბიაში, მალაიზიაში, კატარში, პოლონეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. მან მოუწოდა აღნიშნულ ქვეყნებს, რომ მისცენ საშუალება, რათა გადაამოწმოს ადამიანის უფლებათა დამცველთა ვარაუდი, რომ მუშებს უწევთ ძალიან დაბალი გასამრჯელოსთვის რთული სამუშაოების შესრულება. ჩინეთის და რუსეთის წარმომადგენლებს გაეროში არ გაუკეთებიათ ჯერჯერობით კომენტარი. დარუსმანმა ასევე მოუწოდა გაეროს მომხსენებელს თანამედროვე მონობის საკითხში, რომ გამოიძიოს ვითარება, რომელშიც ჩრდილოეთ კორეიდან გაგზავნილი მუშები იმყოფებიან. მან გააფრთხილა ქვეყნები და კომპანიები, რომ ჩრდილოკორეელების არალეგალურად დასაქმების შემთხვევაში, ისინი მიუღებელი იძულებითი შრომის სისტემის თანამონაწილეები ხდებიან.

XS
SM
MD
LG