Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2" რაიმე ტიპის "რევოლუციურ სცენარებზე" არ ფიქრობს


„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი წუთით "რუსთავი 2" რაიმე ტიპის "რევოლუციურ სცენარებზე" არ ფიქრობს“, - ამის შესახებ თანამშრომლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, მისივე თქმით, ქვეყანაში პროცესების გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაცყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "რუსთავი 2"-ს საუბარი დაეწყო თავის დაცვაზე და ყველა მეთოდის გამოყენებაზე იმისთვის, რომ დაეცვა გამოხატვის და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება. „ჩვენ გვაქვს ჩვენ მიერ არჩეული გეგმა, ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ", - განაცხადა გვარამიამ. მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის ინტერესია არა მთავრობის შეცვლა, არამედ თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების გაშუქება იმგვარად, რასაც "რუსთავი 2" მიიჩნევს სამართლიანად, სწორად და საჭიროდ. ამავე ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, თუკი ვინმეს სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა, უნდა დაისაჯოს.

XS
SM
MD
LG