Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაგმო ერაყში ირანელ ოპოზიციონერებზე თავდასხმა


აშშ-მა დაგმო სარაკეტო თავდასხმა ბაღდადის გარეთ, რასაც შეწირა 23 ირანელი ოპოზიციონერი და ერაყელი ჯარისკაცი. ვაშინგტონი მოუწოდებს ერაყს, გამოიძიოს მომხდარი. ერაყის პოლიციის ცნობით, 15-მდე რაკეტა მოხვდა "კემპ ლიბერტის", აშშ-ის ყოფილ ბაზას ბაღდადის აეროპორტთან, სადაც შტაბბინა აქვს ირანის ოპოზიციურ "მოჯაჰედინ ე ხალხს". თავდასხმას ემსხვერპლნენ ერაყელი სამხედრობი და ასევე 23 წევრი ემიგრაციაში მოქმედი ჯგუფისა, რომელიც სასულიერო პირების მთავრობის დამხობას ცდილობს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

XS
SM
MD
LG