Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარს ამბობს ანტარქტიკაში ოკეანის ნაკრძალის შექმნაზე


რუსეთმა კიდევ ერთხელ უარყო მცდელობა, შექმნილიყო მსოფლიო ოკეანის უდიდესი ნაკრძალი ანტარქტიკაში. ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა კომპრომისზე და არ მიემხრო იდეას, დაცულ იყოს ხელუხლებელი წყლები მეთევზეობისგან. ანტარქტიდის კონსერვაციის კომისიის სხდომაზე, რომელიცავსტრალიაში გაიმართა 30 ოქტომბერს, ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი იდეას. მაგრამ რუსეთმა უკვე მეხუთედ განაცხადა, რომ არ ემხრობა ამ ინიციატივას, დაცულ რეგიონად გამოცხადდეს სამხრეთის ოკეანის არეალი, რომელიც დედამიწის ზედაპირის 10 პროცენტს შეადგენს. აშშ-ის წარმომადგენელმა, ივენ ბლუმმა იმედგაცრუება გამოთქვა რუსეთის პოზიციის გამო, მაგრამ განაცხადა, თუმცა არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რადგან ერთადერთი ქვეყანა დარჩა და ასე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან არასოდეს ვყოფილვართო. ანტარქტიდის ზღვებში ბინადრობს ათი ათასამდე სახეობა, მათ შორის პინგვინები, ვეშაპები, ზღვის ფრინველები და გიგანტური კალმარები.

XS
SM
MD
LG