Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს კიდევ ერთი ირანელი ამერიკელი ბიზნესმენი


აშშ-ის და ირანის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი დააპატიმრეს ირანში. ეს უკვე მეოთხე ირანელი ამერიკელია, რომელსაც ამ ქვეყანში აპატიმრებენ. ამის თაობაზე პრესა იტყობინება. სიამაქ ნამაზი დუბაიში არის დაფუძნებული და ხელმძღვანელობს სანავთობო ფირმას. ის დააპატიმრა რევოლუციის გუშაგთა დაზვერვის სამსახურმა თეირანში, ორი კვირის წინ. ამის თაობაზე ვაშინგტონ პოსტი და უოლ სტრიტ ჯორნალი იტყობინება. ნამაზის ოჯახი ფლობს„ათიე გრუპს“, რომელიც ირანის ბაზარზე შესვლის შესახებ კონსულტაციებს იძლევა. ფირმას ოფისები აქვს თეირანში, დუბაიში და ვენაში. უოლ სტრიტ ჯორნალს ნამაზის მეგობრებმა უთხრეს, რომ ოჯახის თანახმად, ირანის უშიშროების სამსახურმა გაჩხრიკა ბინა, წაიღო კომპიუტერები და გატეხა ელექტრო ფოსტა. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამ ცნობებს იკვლევს. სიამაქ ნამაზის დაპატიმრება მოხდა მაშინ, როცა აშშ ირანს მოუწოდებს გაათავისუფლოს მისი, იქ დაპატიმრებული სხვა სამი მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტი ჯეისონ რეზაიანი.

XS
SM
MD
LG