Accessibility links

logo-print

ობამა აპირებს, საგანგებო დანიშნულების მცირე რაოდენობის ძალები მიავლინოს სირიაში


გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გეგმავს, საგანგებო დანიშნულების მცირე რაოდენობის ძალები მიავლინოს სირიაში, რათა რჩევები მისცენ მეამბოხეებს. ინკოგნიტო წყაროს თანახმად, ობამამ 5- მდე სამხედროს უფლებამოსილება მიანიჭა, განთავსდნენ სირიის ჩრდილოეთში. ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ისინი დახმარებას გასწევენ კოორდინაცია იყოს ხმელეთზე ადგილობრივ ძალებსა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის მოქმედებებს შორის. ამავე ცნობით აშშ დამატებით თვითმფრინავებს გაგზავნის სირიაში თურქეთის ინჩირლიქის ბაზიდან. ცნბაში ლაპარაკია „F-15-ის“ და „A-10-ის“ ტიპის თვითმფრინავებზე.

XS
SM
MD
LG