Accessibility links

logo-print

უკრაინა: იარაღის საწყობში ხანძარი შეიძლება ტერაქტი იყოს


უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხანძარს, რომელმაც არაერთი აფეთქება გამოიწვია იარაღის და აღჭურვილობის საწყობში, და რომელსაც ორი ადამიან ემსხვერპლა, იძიებენ, როგორც „ტერორისტულ აქტს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 ოქტომბერს აფეთქებები მოხდა სამხედრო კომპლექსში, ქალაქ სვატოვეში, რომელიც 100 კილომეტრითაა დაშორებული ლუგანსკის იმ არეალიდან, რომელიც სეპარატისტების ხელთაა. სამინისტროს თანახმად, ხანძრის გამომწვევი ალი ბაზის გარედან მოხვდა ტერიტორიაზე და გამოიწვია აფეთქება. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ეჭვმიტანილებზე. ლუგანსკელი სეპარასტების წარმომადგენლის, ვლადისლავ დეინეგოს თანახმად,ს ეპარატისტებს არაფერი აქვთ საერთო მომხდართან.

XS
SM
MD
LG