Accessibility links

ვენაში პროგრესს მიაღწიეს სირიის კონფლიქტზე მოლაპარაკებისას


ვენიდან იუწყებიან პროგრესზე სირიის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკების მსვლელობაში, თუმცა, შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, კვლავაც განსხვავებულია მოსაზრებები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბედზე. მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ორ კვირაში უნდა გაიმართოს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 30 ოქტომბერს განაცხადა, მას კვლავაც აქვს უთანხმოება ირანელ და რუს კოლეგებთან ბაშარ ალ-ასადის მომავალზე, მაგრამ სამივე დიპლომატი გააგრძელებს მუშაობას კონფლიქტის პოლიტიკურად მოსაგვარებლად. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ კი აღნიშნა, რომ ვენის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ „გაეროს ხელმძღვანელობით“ პოლიტიკური პროცესის დაწყებაზე. სირიის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად ვენაში შეიკრიბნენ 17 ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის პირველად იყო ირანის დელეგაცია.

XS
SM
MD
LG