Accessibility links

ეგვიპტის ხელისუფლება ადასტურებს რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას


ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც სინის ნახევარკუნძულის სიახლოვეს რადარებიდან გაქრა, მიწაზე დანარცხებული და სრულიად განადგურებული იპოვეს. ავიაკატასტროფა ქალაქ ჰასნიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ეგვიპტის მთიან არეალში მოხდა. რუსეთის საავიაციო კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ეარბას 320, რომელიც ეგვიპტის ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 31 ოქტომბერს აფრენიდან 23 წუთის შემდეგ გაქრა რადარებიდან. თვითმფრინავში 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდნენ. მგზავრების უდიდესი უმრავლესობა, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი.

XS
SM
MD
LG