Accessibility links

logo-print

ბუქარესტის ღამის კლუბში აფეთქებას და ხანძარს 27 კაცი ემსხვერპლა


სულ მცირე 27 კაცი დაიღუპა და 180 საავადმყოფოშია მოთავსებული რუმინეთის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ხალხმრავალ ღამის კლუბში წუხელ მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაგედია შეიძლება უკავშირდებოდეს უსაფრთხოების ზომებს. ამასვე ადასტურებენ თვითმხილველები, რომლებიც იხსენებენ, რომ კლუბში როკ-მუსიკის კონცერტი მიმდინარეობდა ფოიერვერკის თანხლებით, რამაც ხანძარი და აფეთქება გამოიწვია. რუმინეთის მთავრობამ დაიწყო გამოძიება ინცინდენტისა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელია რუმინეთის უახლეს ისტორიაში.

XS
SM
MD
LG