Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეშფოთებულია სავალუტო ფონდის წესების შეცვლის გამო


რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ შეშფოთებაა გამოხატა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი იმ წესის სავარაუდო შეცვლის გამო, რაც ფონდს შესაძლებლობას მისცემს განაგრძოს სესხის გაცემა იმ შემთხვევაშიც, თუ კიევი რუსეთს არ გადაუხდის დავალიანებას. „რუსეთს არ სურს უკრაინის ფინანსური დახმარების გარეშე დატოვება, თუმცა ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რომ ფონდი იძულებულია შეცვალოს წესები, უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხის მეტისმეტად პოლიტიზების ფონზე“, - განაცხადა 30 ოქტომბერს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ იგი განიხილავს დიდი ხნის განმავლობაში არსებული წესის შერბილებას, რაც უკრაინას შეუნარჩუნებს 17,5 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს. უკრინა, რომელსაც ნაღდი ფულის დიდი დეფიციტი აქვს, ეძებს გზებს, რომ მოახერხოს რუსეთის მიმართ არსებული 3 მილიარდი დოლარის რესტრუქტურიზება, როგორც კერძო სესხისა. თუმცა მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს, რომ კიევმა სახელმწიფო ვალი წლის ბოლოსათვის დაფაროს.

XS
SM
MD
LG