Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში თვითმფრინავის ტრაგედიის ადგილზე 120 გვამი იპოვეს


ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის სამგზავრო ლაინერის ნამსხვრევში, თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე 120 გვამის აღმოჩენა მოხერხდა. კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავი აირბუს 320, რომელიც ეგვიპტის ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 31 ოქტომბერს აფრენიდან 23 წუთის შემდეგ გაქრა რადარებიდან. თვითმფრინავში 224 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდნენ. ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 ნოემბერს რუსეთში გლოვა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG