Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში არჩევნები ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს


აზერბაიჯანში კვირას ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციამ და ევროპის წამყვანმა სადამკვირვებლო ჯგუიფებმა. მოსალოდნელია, რომ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს მმართველი „ახალი აზერბაიჯანის პარტია“, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ილხამ ალიევი უდგას სათავეში. აზერბაიჯანის ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა ცალკეული ოპოზიციონერი კენჭს იყრის 125 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის ბოიკოტო გამოიწვია წინასაარჩევნო პერიოდის დროს საეთერო დროის გამოყენების საკითხში წამოჭრილმა უთანხმოებამ. აზერბაიჯანის მმართველ პარტიას წამყვანი ტელევიზიები უფასოდ უთმობდნენ დროს პოლიტიკური რეკლამისათვის, ოპოზიციური პარტიებისაგან კი დიდი გადასახადი მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG