Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი ესტონეთში ვიზიტს იწყებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონელ კოლეგას, ტაავი რიივასს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები ხელს მოაწერენ საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ეიკი ნესტორთან. ესტონეთში ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს "თბილისობისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში.

XS
SM
MD
LG