Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ცენტრალური აზიის ლიდერებს უპირატესობაზე ესაუბრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც ხუთდღიან ტურნეს განაგრძობს ცენტრალურ აზიაში, დღეს დახურულ კარს მიღმა უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს შეხვდა. კერიმ შეხვედრამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარში წამოჭრიდა ადამიანის ურთიერთობების, ინდივიდის როლის და მისი საზოგადოებაში ჩართულობის საკითხებს. „ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ დემოკრატიული მმართველობის პროგრესი სარგებელს იძლევა ყველა იმ სფეროში, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ“, - განაცხადა კერიმ. 1 ნოემბერს სამარყანდში გამართულ შეხვედრაზე უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ესაუბრა.

XS
SM
MD
LG