Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაშვილი არ აღიარებს დამარცხებას და საპროტესტო აქციებს გეგმავს


"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არ აღიარებს შუალედური არჩევნების შედეგებს საგარეჯოს რაიონში და 8 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. "ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ასევე, ვგეგმავთ დიდ აქციას, რომელიც პერმანენტული აქციების დასაწყისი იქნება, ეს იქნება 8 ნოემბერს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ინაშვილმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საგარეჯოში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა, რომელმაც 49.5% (7540 ხმა) მოაგროვა. ირმა ინაშვილს კი მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 45.83%-მა (6981 ხმა).

XS
SM
MD
LG